მორალური ფასეულობები ის ბაზისი და საყრდენია, რაზეც თქვენს პიროვნებას და თქვენს ორგანიზაციას აშენებთ. წარმატებული მართვის 80% ზუსტადაც რომ ლიდერის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული და იმ მორალურ ფასეულობათა სისტემაზე, რომელიც ლიდერისვე შინაგან სამყაროს წარმოადგენს.
📌 ლიდერი უნდა იყოს პიროვნება, რომელიც გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაღალ მორალურ ფასეულობებს ეყრდნობა, ხოლო მისი ქმედება ზნეობრიობის მაგალითია.
📌 თუ ლიდერს, არ აქვს მოწესრიგებული შინაგანი სამყარო, ანუ თუ საკუთარ შინაგან „მე“-ს ვერ მართავს, რთული იქნება სხვების მართვა.
📌 თუ თქვენ თანამშრომელთა კრიტიკა და საჯაროდ შენიშვნების მიცემა გიყვართ, ხომ არ აჯობებდა, ეს შენიშვნები დადებით თვისებათა აღნიშვნით დაგეწყოთ და შემდეგ მოგეხდინათ ერთგვარი კრიტიკული შეფასება ამა თუ იმ საკითხზე.
📌 ემპათია და თანაგრძნობა მართვის სადარაჯოზე ყოფნის აუცილებელი პირობაა.
📌 მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ როგორ აღგვიქვამენ თანაგუნდელები, როგორ ვჩანვართ მათი გადმოსახედიდან როგორც ხელმძღვანელი.
📌 ხშირად ჰკითხეთ თანაგუნდელებს, რას შეცვლიდნენ ისინი თქვენი მართვის სტილში, თქვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ?
ამონარიდი წიგნიდან „ლიდერობა და მართვა პრაქტიკაში“, ავტორი გიორგი კუჭუხიძე; 2018