ისწავლე სახელმწიფო დაფინანსებით ყველაზე მოთხოვნად პროგრამაზე
,,მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი – მარკეტერი’’
პროგრამაზე მიღება დაიწყო !
ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგისა და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ერთობლივი პროექტი , რაც გულისხმობს პროგრამის ერთობლივ განხორციელებას.
ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგმა 2020 წლის 24 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით მოიპოვა პროფესიული გადამზადების პროგრამის ,,მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი – მარკეტერი” განხორციელების უფლება,
პროგრამის მიზანია საქართველოს შრომის ბაზარს მიაწოდოს მარკეტინგისა და გაყიდვების კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს:
აწარმოოს საწარმოს მარკეტინგი და საწარმოს გაყიდვები;
მოახდინოს საწარმოს შესაბამისი ბაზრის სეგმენტაცია;
მართოს საწარმოს გაყიდვებისა და მარკეტინგის კამპანიები;
დაგეგმოს და განახორციელოს საქმის სოციალური მედია კამპანია;
განსაზღვროს გაყიდვების ვარდნის რისკები და პრევენციული ზომების მიღება.
პროფესიული გადამზადების პროგრამის „მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალიტი მარკეტერის“ მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარები ისეთ საკითხებში, როგორიცაა მარკეტინგის და გაყიდვების თანამედროვე, კრეატიული, ინოვაციური მიდგომების გამოყენება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება .
პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ბმულზე: