საუკეთესო მიზნებიეს არის მთავარი ღირებულება, რასაც წარმატებული კომპანიები დაარსების დღიდან ემსახურებიან. სწრაფი რეაგირებაეს კი ის, რასაც მომხმარებელი მოითხოვს შენგან. მნიშვნელოვანია ჩვენ გვესმოდეს ჩვენი კომპანიის მისია, ვემსახურებოდეთ მას და სწორად ვაწვდიდეთ მომხმარებელს, რათა მათ გვიერთგულონ, ამისთვის კი მნიშვნელოვანია ვგრძნობდეთ ყველაფერს, რაც ჩვენი ბიზნესის გარემო ხდება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
🔸

📌 1. “კარგი ტიპი

კარგმა მენეჯერმა იცის, თუ როგორ უნდა იყოს კარგი ტიპი. მან იცის, რომ რაც უფრო სასიამოვნოა ადამიანი ურთიერთობაში, მით უფრო წარმატებულია მისი ბიზნეს საქმიანობა.

📌 2. კლიენტის ადგილზე ყოფნა

კლიენტის საჭიროებისა და მოთხოვნილებების ცოდნა განაპირობებს წარმატებას. თუ მენეჯერი ხვდება რა სურს კლიენტს, მას შეუძლია შესთავაზოს ის, რაც სურს. ეფექტური გზა იმის დასადგენად, თუ რა სურს კლიენტს, არის კლიენტის ადგილზე საკუთარი თავის დაყენება და მისი თვალით გასაყიდი პროდუქტის დანახვა.

📌 3. შეკითხვების დასმა

არ არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი. წარმატებული მენეჯერი სვამს კითხვებს და არ ერიდება აღიარებას, რომ რაღაც არ იცის. პირიქით, ის მუდმივად ვითარდება და ყოველდღიურად ღებულობს ცოდნას.

📌 4. რა არის კარგი სხვისთვს?

წარმატებულმა მენეჯერმა იცის ამ კითხვაზე პასუხი. ხშირად კომპანიები ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რის შესახებაც არ უფიქრიათ, რა პოზიტივი შეუძლია მოუტანოს სხვას. წარმატებულმა კომპანიებმა კი ზუსტად იციან რა ქმედება განახორციელონ, რათა პირად კეთილდღეობას მოჰყვეს სხვა პირთათვის პოზიტივი.