ორგანიზაციებში ორი სახის ლიდერს ვხვდებით. ლიდერების ერთი ტიპი დამკვირვებელია და გადაწყვეტილებებს მყარი გამოცდილებების შესაბამისად იღებს, ხოლო მეორე – ინტუიციური გონებისაა, რომელიც მეტად ავანტიურისტია და მეტად ჭკვიანურ, სწრაფ და გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ. წამყვან ლიდერებს შეუძლიათ რთული გადაწყვეტილებების მიღება სწორედ იმიტომ, რომ მათ ისწავლეს ენდონ თავიანთ ინტუიციურ ინსტინქტებს.
✅ ლიდერებს, რომელთაც განვითარებული ინტუიცია აქვთ, არ ეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების.
✅ ასეთი ადამიანები გატაცებული არიან საკუთარი საქმით და ზოგადად, ცხოვრებით, ეს ენერგია კი ირგვლივ მყოფებს გადაედებათ, რაც წარმოშობს ორგანიზებულობის სურვილს.
✅ ასეთი ლიდერები ბრწყინვალე მოტივატორები არიან.
✅ მათ აქვთ უნარი, ადრეულ ეტაპზე მიხვდნენ რომ საქმე არასწორად მიდის…
✅ მათ შეუძლიათ მიხვდნენ, თუ ვის ენდონ.
✅ ისინი რეალურად ხედავენ და აღიქვამენ მოვლენების განვითარებას
✅ ისინი მგრძნობიარეები არიან და თანამშრომლობისთვის შესანიშნავ გარემოს ქმნიან
✅ მათ მუდმივად აქვთ ახალი იდეა და სხვათა იდეის განვითარებას უწყობენ ხელს
👆 ინტუიციის განვითარება შესაძლებელია:
📌 1. ენდეთ საკუთარ თავს
საკუთარი თავის ნდობა დაგეხმარებათ თქვენი ინტუიციის ნდობაში. საკუთარი თავის უნდობლობის ან განსჯის შინაგანმა ხმებმა შეიძლება გაყინოს თქვენი ინტუიცია.
📌 2. განასხვავეთ შინაგანი შეგრძნებები
თქვენი ინტუიციის ჟღერადობა განსხვავდება გონებისგან წამოსული ჟღერადობისგან. ინტუიციაში არ არის ხმამაღალი ჟღერადობა და აგრესია.
📌 3. იფიქრეთ გონების გასუფთავებაზე
გონების გასუფთავება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი და ეს ინდივიდუალური ნაწილია, ვიღაცისთვის განმარტოება და დასვენება, ვიღაცისთვის კი – მედიტაცია, რომელიც ინტუიციას აძლიერებს.
📌 4. კითხვა–პასუხი
დაუსვით საკუთარ თავს კრიტიკული, მძაფრი შეკითხვები და თქვენი პასუხები, რომელიც ინტუიციურია, ჩაინიშნეთ, რადგან, ინტუიციური ინფორმაცია 37 წამში ქრება, შესაბამისად, აუცილებელია მათი მყისიერი მონიშვნა.
✅ გახსოვდეთ, რომ ინტუიცია არის წარმოუდგენელი შინაგანი სიბრძნე, რომელიც მაშინ იხსნება, როდესაც თავად ხარ ღია მის მისაღებად.