“რატომ იესბი? – ამ კომპანიაში ვხედავ ევროპას! იესბი გასწავლის, თუ როგორ უნდა იყო კარგი ლიდერი” – ESB-ის თანამშრომელი, აღმასრულებელი მენეჯერი, გიგა შეყლაშვილი

“რატომ იესბი? – ამ კომპანიაში ვხედავ ევროპას, ევროპულ მიდგომებს, ევროპულ სტანდარტებს, რასაც ჰქვია დროის მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების სწორად გადანაწილება, კომპანიაში თავს ვგრძნობ ძალიან მშვიდად და კომპანიასთან ერთად ვვითარდები. აქ თავს ვგრძნობ, როგორც ოჯახში. კომპანიის განვითარებაში ვიღებ მონაწილეობას, შესაბამისად, ამ ორგანიზაციის ნაწილად ვთვლი თავს და არა მხოლოდ თანამშრომლად.

მომავალი მიზნები, მოლაპარაკებების მიმართულება, თუნდაც, საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი – საკუთარ თავს რომ გაუწიო სწორი რეალიზება, უნდა იცოდე სწორი კომუნიკაცია და გქონდეს სხვა უნარ-ჩვევები. იესბი გასწავლის, თუ როგორ უნდა იყო კარგი ლიდერი.

მაქვს იმის შესაძლებლობა რომ მივიღო გადაწყვეტილებები, შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც კი – კომპანია სწორად უდგება მოვლენებს. იესბი სამართლიანად და ევროპულად უდგება თანამშრომლებს ყველა მიმართულებით – სამოტივაციო ნაწილში, ანაზღაურების ნაწილში, დროის თუ განვითარების ნაწილში”.