მრავალი მიზეზის გამო შეიძლება ადამიანებმა დატოვონ სამსახური. ხშირ შემთხვევაში, ეს მოცემულობა მენეჯერის კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ადამიანები ტოვებენ სამსახურს, მაშინ როდესაც არ აქვთ გამოწვევა და განვითარების, რეალიზაციის შესაძლებლობა. ასეთ ვითარებაში გუნდი მოწყენილი და დემოტივირებულია, რაც პირდაპირ აისახება კომპანიის ბიზნესშედეგებზე.

📌 მიანიჭეთ მნიშვნელობა

თანამშრომლის მოწყენილობის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ვერ გრძნობს მის საჭიროებას. ნებისმიერ პროექტში მისი თუნდაც მონაწილეობა და მნიშვნელობა, ერთი ორად ზრდის მოტივაციას. როდესაც ადამიანი გრძნობს რომ ის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კარგად ასრულებს საქმეს, არამედ სიამაყითაც.

📌 ახალი გზების პოვნა

სამუშაოს ერთფეროვნება ხშირად რუტინულს და მოსაბეზრებელს ხდის მას. ამიტომ, გუნდის წევრებს შესთავაზეთ სიახლეები, კიდევ რა პროცესში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, რით არიან დაინტერესებულები, რა ცვლილებას შეიტანდნენ ისინი კომპანიის საქმიანობაში ან რისი კეთება გაახარებდათ მათ. კომპანიას შეუძლია კონკრეტული სპეციალობის თანამშრომელი სხვა დამატებით პროექტში ჩართოს, რაც რუტინას აარიდებს თავიდან.

📌 სწავლება

ვინმეს მიმართ საქმისადმი ინტერესის გაღვივების შესანიშნავი გზაა, დაეხმაროთ მათ შემეცნებასა და ზრდაში.

📌 ჰკითხეთ, რა აღელვებთ მათ

ჰკითხეთ გუნდის წევრებს მათ საქმესთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება გაუადვილდეთ სამუშაო პროცესი. ეს შეკითხვა დასვით რეგულარულად, გაიგეთ მათი გამოწვევები და იმოქმედეთ.