ბიზნეს ლიდერებს ხშირად ახასიათებენ, როგორც დამალული ემოციების მქონე ადამიანებს, რომლებიც კონცენტრირებულები არიან მხოლოდ დასახულ ამოცანებზე. თუმცა, ჩნდება ახალი ლიდერის ტიპი, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ემოციურ ღიაობას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

🔸

📌 1. იყო ემოციური, ნიშნავს იყო ადამიანი

ემოცია ცხოვრების დიდ ნაწილს შეადგენს. სამუშაოს დროს, საათობით ემოციების გათიშვა ძირს უთხრის თავდაჯერებულობას. ემოციის გარეშე თვითმყოფადობა იკარგება.

📌 2. გამოიყენეთ ემოცია როგორც კავშირის მეთოდი

ემოციების გათავისუფლება ღიაობას უწყობს ხელს, რაც გულისხმობს მეტ კონტაქტს და ხელმისაწვდომობას გუნდთან. ლიდერი მზად უნდა იყოს გუნდთან კომუნიკაციისთვის, მზად იყოს გაუწიოს მხარდაჭერა სამსახურს მიღმა. ეს შედეგად გაძლევთ ბედნიერ და გამჭვირვალე გუნდს.

📌 3. გახსნილობა პრობლემების მიმართ

ემოციური ღიაობა გულისხმობს პრობლემების აღიარებას და სტრატეგიის უკეთ დასახვას, გაუმჯობესებას, დისკომფორტის სასარგებლოდ გამოყენებას. კომპანიაში ემოციის წახალისება იწვევს კომპანიის უკეთესი კულტურის ჩამოყალიბებას, ღია კომუნიკაციას, რაც გრძელვადიან პერიოდში გულისხმობს კომპანიას, რომლის გარშემო ხალხს სურს გაერთიანება.