მაღალ ეფექტური სპეციალისტები ნებისმიერი კომპანიისთვის დიდი ძალაა, რომლებიც, საშუალო სტატისტიკის თანამშრომლებთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ მეტ შედეგს დებენ. კომპანიის ხელმძღვანელებმა იციან, რომ დავალება, რომელსაც ასეთ თანამშრომელს ანდობენ, დათქმულ ვადებში 100%-ით შესრულდება. სწორედ მაღალ ეფექტური თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის დახმარებით ხდება გუნდის სხვა წევრების სისუსტის კომპენსირება.
🔸
თუ ხელმძღვანელებმა საკუთარი თანამშრომლების პროფესიული გადაწვისგან დაცვის მიზნით რაიმე ტიპის ქმედებები არ განახორციელეს, დაკარგავენ იმ სარგებლის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ამ მაღალ კვალიფიციური სპეციალისტების პროდუქტიული შრომის შედეგად მიიღეს.

📌 შექმენით მაღალ ეფექტური წყვილები. როდესაც მაღალ ეფექტური თანამშრომლები შედარებით სუსტებთან ერთად აკეთებენ საერთო საქმეს, დიდი დატვირთვა სწორედ მათზე მოდის. თუ თქვენ ერთად დააყენებთ ორ ერთნაირი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანს, ისინი საქმეს ერთმანეთს შორის გადაანაწილებენ, რაც, თავისთავად მათ ხასიათზეც დადებითად აისახება და შედეგიც საგრძნობი იქნება.

📌 მიაქციეთ ყურადღება მათდამი სხვა თანამშრომლების მიმართვიანობის სიხშირეს, თუ ეს ძირითად სამუშაოს არ ეხება. ასეთ თანამშრომლებს, მაგალითად, დასვენების დროს, ხშირად სთხოვენ კონკრეტული საქმის გაკეთებას. შესაბამისად, მათი დროის ძირითადი ნაწილი მიდის იმ საქმიანობაზე, რომელიც მათთვის არაპრიორიტეტულია. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ მიმართვიანობა საერთოდ აკრძალოთ. მიეცით მათ საშუალება, ჩაიწერონ ყველა თხოვნა ერთად, რომ მიაქციონ ყურადღება ამ თხოვნების სიმრავლეს და შემდეგ თვითონვე მოახდინონ მათი ფილტრაცია.

📌 მიეცით საშუალება თანამშრომლებს, თვითონ აირჩიონ მათთვის სასურველი პროექტები. თუ მათ არჩევანს დაუტოვებთ, აუცილებლად გაახსენდებათ ის, რის გამოც ამ სამუშაოს შესრულებას დათანხმდნენ და რაც მათთვის არასასურველი, შრომატევადი საქმის შესრულებისას დაივიწყესგაახსენდებათ, რატომ უყვარდათ ასე ძალიან საკუთარი საქმე.