🔸🔸🔸

 

თითოეული ადამიანი ცალკეულად მეტად მცირე საქმის გაკეთებას შეძლებს, ვიდრე გუნდთან ერთად, ამიტომ, არასოდეს გააკეთოთ არჩევანი ინდივიდებზე, ყოველთვის გააკეთეთ არჩევანი გუნდებზე. ხალხი არ ერთიანდება, თუ საერთო არ აქვთ, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კომპანიის მისია, რის გარშემოც გააერთიანებთ გუნდს. საერთო მიზნები, ეს არის მთავარი საძირკველი, რომელზეც დგას გუნდი და მთლიანად ორგანიზაცია:

🔸

📌 ორგანიზაციული მისია

შექმენით და გააცნეთ ორგანიზაციული მისია გუნდს. რისთვის ვიღვწით ჩვენ და რის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ერთ გუნდად?!

📌 ორგანიზაციული ფასეულობები

რაც იქნება მათი ქმედების მორალური ბაზისი, საერთო წესები და სტანდარტები, რაც გააკონტროლებს მათ ეფექტიანობას სტრატეგიული გეგმის აღსრულების თვალსაზრისით

📌 მიზნები

ეს არის მართვის ის მოდელი, რომელიც თითოეულ ორგანიზაციას სჭირდება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ მუშტად გაერთიანდეს.

🔸