არ არსებობს წარმატებული მენეჯერის უნივერსალური ფორმულა, თუმცა, არსებობს რამოდენიმე აუცილებელი თვისება, რომელიც ნამდვილ ლიდერებს ახასიათებთ.
📌 1. თვითმოტივაცია
მიიღეთ სამყაროსგან ის, რასაც იმსახურებთ, ამიტომ, მუდმივად ეცადეთ განახორციელოთ დასახული მიზნები, იაროთ წინ და იყოთ მაგალითი სხვებისთვის. აკონტროლეთ თავი, რომ მუდმივად ფორმაში იყოთ. მიიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება, იზრუნოთ იდეის განხორციელებაზე.
📌 2. თანამშრომელთა განვითარება
გარდა იმისა, რომ ლიდერი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და იყოს მაგალითი გუნდისთვის, მნიშვნელოვანია დაეხმაროთ თითოეულ თანამშრომელს წინსვლაში. გქონდეთ გუნდის წარმატების იმედი და იამაყეთ მათი წარმატებით.
📌 3. დელეგირების უნარი
სწორად დელეგირების უპირატესობა ისაა, რომ მუშაობის ეფექტიანობა და თანამშრომელთა მოტივაცია იზრდება, ამის პარალელურად კი გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევები ვითარდება. შეარჩიეთ ადამიანი, რომელსაც ამ ამოცანას გადააბარებთ. გუნდს აუხსენით ამოცანა და განუმარტეთ თქვენი მოლოდინები.