კარგი მენეჯმენტი გულისხმობს პრობლემების გააზრებას და მათ აღმოფხვრაზე მუშაობას. გუნდისთვის დროის დათმობა, მათი მოსმენა და მათი საჭიროებების აღიარება ნებისმიერი მენეჯერის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ბიზნესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მისი გუნდის კმაყოფილებაზე.


📌 ყოველდღიური შეხვედრები

დღის განმავლობაში უნდა გქონდეთ გამოყოფილი დრო, როდესაც მთელს თქვენს ყურადღებას დაუთმობთ თანამშრომლებს და მოუსმენთ მათ.

📌 ყოველკვირეული შეხვედრები

იმისთვის რომ გუნდის ყველა წევრს მოუსმინოთ, კვირაში ერთი დღე უნდა გამოყოთ, რათა გაცვალოთ პოზიციები.

📌 გამოიყენეთ შეტყობინებების პლატფორმები

მენეჯერი ნებისმიერ დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი საკუთარი გუნდისთვის მყისიერი შეტყობინებების პლატფორმის საშუალებით. ეს შეიძლება იყოს მეილი ან სხვა მსგავსი საშუალება.

📌 შეხვედრის ალტერნატიული ადგილები გუნდისთვის

იპოვეთ გზა, გუნდთან მეტად დასაახლოებლად, რაც კომპანიის პროდუქტიულობას გაზრდის. ამისთვის ეფექტური მეთოდი კომპანიის გარეთ, ალტერნატიული შეხვედრების ადგილები და სადილების ორგანიზებაა.