2020 წელი ბიზნესის მფლობელებისთვის (და რა მხოლოდ) საკმაოდ რთული წელი იყო. იმედი ყოველთვის არსებობს. 2021 წელს თქვენი ბიზნესის წარმატების მთავარი მოტივაცია უნდა იყოს სურვილი და იმედი ცვლილებებისკენ და მიუხედავად გამოწვევებისა, გამარჯვების რწმენა.

 

📌 გამბედაობა.

ეს მნიშვნელოვანია. დაჟინებული სურვილი, თვით დისციპლინა, სიმამაცე და მძაფრი ფოკუსირება, რომელიც მოგიტანთ შედეგებს. მუდმივი ფიქრი, თუ რა სურს ხალხს და როგორ შეგვიძლია ეს სურვილები დავაკმაყოფილოთ ამ ვითარებაში. მნიშვნელოვანია გამბედაობა და გადაწყვეტილების მიღება: არჩევანის გაკეთება, რომელიც ამ დრომდე არ გაგიკეთებიათ.

 

📌 სწორი მენეჯმენტი

თუ გენერალური დირექტორი გაცივდება, მთლიან გუნდს ეწყება პნევმონია. როგორც გუნდის ლიდერი, თქვენ ადგენთ წესებს და იცავთ მას. თუ ყველა ხედავს, რომ მამაცურად, თავდაჯერებულად მიდიხართ წინ, ამას დანარჩენებიც შეძლებენ. მნიშვნელოვანია არ იწუწუნოთ, იყოთ სამართლიანი, არ არსებობდეს ფავორიტები, არ გქონდეთ ფარული დღის წესრიგი და გუნდის თითოეულმა წევრმა იცოდეს რას მოელით მათგან და რას უნდა ელოდნენ ისინი. თქვენ უნდა იყოთ ის ადამიანი, ვინც მათზე იზრუნებს და ამას ცხადად იგრძნობენ.

 

📌 ფინანსების მოფრთხილება

დიახ, ახლა თქვენ დებთ ფსონებს ახალ ბაზრებზე, ახალი მიდგომებით, ახალ ინსტრუმენტებსა და ადამიანებზე. ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდით თქვენი ფულადი სახსრების მოძრობას, მოგების ზღვარს, რადგან ასეთ დროს, მცირე ფინანსური შეცდომაც კი შეიძლება იქცეს დიდ შეცდომად.

 

📌 მომხმარებლის აზროვნების ინტენსიური ფორმირება

ზუსტად უნდა იცოდეთ რა სურს თქვენს მომხმარებელს და როგორი ფორმით მიაწოდოთ ის. ბიზნესი შეცდომას მაშინ უშვებს, როდესაც ყოველდღიურად არ საუბრობს საკუთარ მომხმარებელთან. კომუნიკაცია მომხმარებელთან, სხვადასხვა ფორმით გაძლევთ მნიშვნელოვან ცნობებს. მცირე მინიშნებების გათვალისწინებას, დიდ შედეგებამდე მივყავართ. გამოსავალს კი ყოველთვის იპოვით. პრობლემების უგულებელყოფა ნიშნავს ამ პრობლემის გამწვავებას და დროთა განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად ჩამოყალიბებას.

 

📌 არ დანებდე!

განაგრძეთ შესაძლებლობების ძებნა! მხოლოდ იმიტომ, რომ გარემო, სიტუაცია შეიცვალა, არ ნიშნავს რომ მასთან ერთად არ შეგიძლია შეცვლა. შესაძლებელია მიზნის და პასუხისმგებლობის პარალელურად აშენოთ ბიზნესი იმ ვითარებაში, რაც დგას. იყავით ძლიერი, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და გადალახავს მას!