აღიარება, დაფასება, ჯილდო, წახალისება – თანამშრომელთა მოტივაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებისთვის
თანამშრომელთა მოტივაცია გულისხმობს, მათ გააკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ, ოღონდ, მათ ჰქონდეთ მისი კეთების სურვილი და ინტერესი. სამუშაო ადგილზე მოტივაცია ენერგეტიკად გადაიქცევა, ენერგეტიკა მოქმედებად და მოქმედება კი – შედეგებად. ნამდვილი ლიდერები ჭეშმარიტი მოტივატორები არიან. ისინი ყოველთვის აცნობიერებენ გუნდის თითოეული წევრის საჭიროებებს და ცდილობენ უზრუნველყოს ის.
მოტივაცია სხვადასხვა ფორმით არის შესაძლებელი:
-აღიარება
-წახალისება
-ჯილდო
-დაფასება
-ანაზღაურება
-მკაფიო მიზნები
-დაწინაურების შესაძლებლობა
-გაზრდილი პასუხისმგებლობა
-უბრალოდ მადლობა
ფინანსური ჯილდო, სამუშაო ვახშამი ან დამატებითი დასვენების დღეები ხშირად გამოყენებადი სამოტივაციო გზებია, თუმცა, აჯობებს ეცადოთ გაარკვიოთ რა აძლევს თითოეულ თანამშრომელს მოტივაციას და ინდივიდუალურად მიუდგეთ მათ.
თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთ თანამშრომელს სურს მარტომ იმუშავოს, ზოგიერთისთვის კი მნიშვნელოვანია – გუნდურად მუშაობა. ზოგიერთისთვის აუცილებელია მკაფიო მიზნების დასახვა, ზოგს კი, ურჩევნია მეტად შემოქმედებითი მუშაობა.
როდესაც შესასრულებელი სამუშაო უთანაბრდება ადამიანების იდეებსა და ღირებულებებს, ისინი მეტად ჩართულები და დაინტერესებულები არიან მისი შესრულებით.
კარგი ლიდერები ძლიერი კომუნიკატორები არიან. იმუშავეთ თქვენს გუნდთან და იცოდეთ, რისი მოსმენა სურთ მათ.