ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის ურთიერთობა, კარგი მენეჯმენტის პირობებში ღიაობას, გულწრფელობას და ჯანსაღ კომუნიკაციას გულისხმობს. პოზიტიური კავშირის შემთხვევაში, თანამშრომელს შეუძლია ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე, რაც შეიძლება აწუხებდეს მას. არის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად მორიდებას და უხერხულობას მოიაზრებს, თუმცა, მაშინ, როდესაც კომპანიაში ლიდერობის აღქმა არაჯანსაღია, სწორი მენეჯმენტის პირობებში კი დისკომუნიკაცია გამორიცხულია:

 

📌 1. არ გეთანხმები

 

ყველაფერი, რასაც მენეჯმენტი წყვეტს, არ გულისხმობს იმას, რომ თანამშრომლებისთვის სრულად მისაღებია ან კორექტივები არ არსებობს. ხშირად, თანამშრომლებს უჭირთ თქვან, რომ არ გეთანხმებიან, თუმცა, ბუნებრივია ეს გრძელვადიან პერიოდში პრობლემებს იწვევს.

 

📌 2. შეცდომა დავუშვი

 

როდესაც მუშაობ, შეცდომებსაც უშვებ. თუმცა, თუკი ამის გააზრება მენეჯმენტს უჭირს, თანამშრომელი დაშვებულ შეცდომების მალვას იწყებს, რაც უფრო მეტად აზარალებს მას და კომპანიას. ამიტომ, აღირება და შეცდომის გამოსწორებაზე ზრუნვა სწორი მენეჯმენტის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს.

 

📌 3. ხელფასის გაზრდა

 

საკმაოდ დელიკატური საკითხია და ხელფასის გაზრდის მოთხოვნას ნერვიულობა ახლავს თან. თუმცა, როდესაც თანამშრომელი ხვდება რომ მისი სამუშაო პირობები ან პასუხისმგებლობები უფრო მეტია, ვიდრე ამ დრომდე, სჭირდება გითხრათ, რომ სჭირდებათ ხელფასის მომატება. თუკი, ამის შესაძლებლობაბ სხვადასხვა მიზეზთა გამო არ ეძლევათ, ეძებენ ალტერნატივას, სადაც უკეთ დაინახავენ მათ სამუშაოს.

 

📌 4. არ ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე

 

არ შეიძლება იცოდე ყველაფერი, რადგან ყველაფერი მუდმივად იცვლება. თუმცა, ცუდი მენეჯმენტის პირობებში თანამშრომლებს უჭირთ თქმა, რომ რაღაცაში ვერ ერკვევიან და ცდილობენ დამალონ ის, რაც ბუნებრივია აფერხებს სამუშაო პირობებს.

 

🔸

 

მნიშვნელოვანია ღია, ჯანსაღი, სამართლიანი და ჰუმანური დამოკიდებულება მენეჯმენტსა და თანამშრომელს შორის, რათა სხვადასხვა მცირედმა დისკომფორტმა, გრძელვადიან პერიოდში დიდი პრობლემები არ გამოიწვიოს.