საქართველოში ბევრია მდიდარი, მაგრამ ზუბალაშვილთა მსგავსი ქველმოქმედი არავინაა“, – ნიკო ნიკოლაძე 

🔸

ძმები ზუბალაშვილებიქართველი მრეწველები და მეცენატები, რომელთა მიზანს ქართული კულტურისა და ეკონომიკის გადარჩენააღორძინება წარმოადგენდა.

📌 ძმებ ზუბალაშვილებს დიდი სავაჭრო ქსელი ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთსა და ინდოეთში. მათ მიერ თბილისში შექმნილმაამხანაგობამ“, ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა ააშენა.

📌 1835 წელს, იაკობ ზუბალაშვილმა, იმერეთში პირველი არყის ქარხანა გახსნა და იმერეთის მოსახლეობისგან ჭაჭის შესყიდვა დაიწყო. ქარხანაში, წელიწადში, დაახლოებით 72 ათას ლიტრ არაყს ხდიდნენ.
📌 1842 წელს, იაკობზუბალაშვილმა, თბილისშიდიდიქარვასლაააშენა, რომლიც 10 სავაჭრომაღაზიას, საწყობებს, ღვინისსარდაფებსადა 71 სასტუმროოთახსაერთიანებდა.

📌 1837 წელს კი თბილისში დააარსა ამხანაგობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამიერკავკასიაში პირველ შაქრის ქარხანას. ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულის უქონლობის გამო.

📌 ზუბალაშვილების გვარი და განსაკუთრებით ცნობილი გახდნენ კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის შვილები პეტრე, სტეფანე, იაკობი და ლევანი. მართალია, პეტრეს გარდა არც ერთი მათგანი საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ სამშობლოში ყოველი კეთილი საქმის წამოწყებას ისინი მხარს უჭერდნენ და უმაგალითო დიდსულოვნებით აღვსილნი, მხსნელებად ევლინებოდნენ ყოველ ღვთის მოსავ საქმეს.

📌 ძმები სამეწარმეო საქმიანობის გარდა დიდ ქველმოქმედებას ეწეოდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით.

📌 მათ მიერ დაწესებული სტიპენდიებით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთსა და ევროპაში, მათ შორის იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები. მეცენატი ძმების მხარდაჭერითა და ფინანსური შემოწირულობებით დააარსა ილიაჭავჭავაძემ წერაკითხვისგამავრცელებელი საზოგადოება და, ასევე, სათავადაზნაურო ბანკი.

📌 ძმები ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრი, თბილისის უნივერსიტეტი და კონსერვატორია. ამ ისტორიული შენობების აგებისთვის ზუბალაშვილებმა საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს. ისინი აქტიურად აფინანსებდნენ გაზეთივერიასადაჟურნალჯეჯილს“.

📌 პარიზში, ლუვრში, ერთერთი დარბაზის კედელზე განთავსებულ მარმარილოს დაფაზე, ამოტვიფრულია ექსპოზიციის შემომწირველთა სახელები, რომელთა შორისაც იაკობ ზუბალაშვილსაც ამოიკითხავთ.

📌 ზუბალაშვილები, გარდა ბიზნესის კეთების ნიჭისა, დაწინაურებულები იყვნენ ოქრომჭედლობაში, ხუროთმოძღვრულ ოსტატობაში; აგებდნენ მშვენიერ სასახლეებს, ხიდებს, ეკლესიებს.

📌 ძმებ ზუბალაშვილებს დიდი წვლილი მიუძღვით ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში. ამასთან დაკავშირებით, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილების, თავიანთი მამის, კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი დაპირობები შეიმუშავა და 1908–1914 წლებში, ჯამში 47 სტუდენტის სრული, 4 წლიანი კურსი დააფინანსა, მათ შორის, შალვა ელიავას, სარგის კაკაბაძისა და გერონტი ქიქოძის. ძმები ზუბალაშვილების ხელშეწყობით სწავლობდა მიხეილ ჯავახიშვილი ბელგიასა და პარიზში.

📌 ძმები ზუბალაშვილების მიერ, კოჯრის გზაზე, ფუნქციონირებდა პირველი უფასო სასადილოსამადლო“, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

📌 ძმები ზუბალაშვილების სახელთანაა დაკავშირებული თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიის, უნივერსიტეტის I კორპუსისადა თბილისის მუსიკალური სკოლის, დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა.

📌 მათ სახელს უკავშირდება თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს გახსნაც, რომელიც ძმებმა სრულად აღჭურვეს ევროპიდან ჩამოტანილი სამედიცინო ხელსაწყოებით.