არტემ ღვალაძე, რომელიც 1862 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში დაიბადა, გახლდათ მანგანუმის მრეწველი და საზოგადო მოღვაწე. ის იყო მეფის რუსეთის არმიის კავალერიის გადამდგარი როტმისტრი. თვალსაჩინო ადვოკატის, 1920-30-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ევგენ ღვალაძის მამა.

📌 არტემ ღვალაძემ დაამთავრა ქუთაისის სასწავლებელი და კავალერიის უმცროს ოფიცერთა სკოლა. 1884-1905 წლებში მსახურობდა ცარისტული რუსეთის არმიის კავალერიაში. იყო რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე.
📌 1905 წელს დაბრუნდა ჭიათურაში. 1906-1918 წლებში იყო მანგანუმის მრეწველი, შედიოდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოში.
📌 რუსეთ-იაპონიის ომის ვეტერანს საერთაშორისო ბაზრები არ დაუპყრია, მაგრამ ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის გააკეთა ბევრი კეთილი საქმე.
📌 არტემ ღვალაძე გახლდათ ერთ-ერთი პირველი მანგანუმის მრეწველი ჭიათურაში, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი საწარმოს მოდერნიზაციასა და დასაქმებული მუშების უფლებებზე ზრუნავდა.
📌 მან მის თანამებრძოლთან და სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერთან გიორგი მაიაშვილთან ერთად მოახერხა ჭიათურაში მუშებისა და კომერსანტების სოციალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული სამრეწველო დაწესებულების ჩამოყალიბება. პარტნიორობის ეს მოდელი ფინანსური წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.
📌 ის ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობას: მისი თაოსნობით სოფელ სვერში გაიხსნა სამკითხველო, ფინანსურ დახმარებას უწევდა სვერის სკოლას და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელს.
📌 არტემ ღვალაძემ მოახერხა სოლიდური თანხის გამოყოფა, რომელიც სოფელ სვერში პირველდაწყებითი სასწავლებლის, სამოქალაქო-საკვირაო სკოლისა, ადგილობრივი ბიბლიოთეკის დაარსებასა და ღარიბ მოწაფეთა შემწე ფონდის მობილიზებას მოხმარდა.