რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅ 

📍 “საერთო ჯამში, მიღებული ცოდნა ბიზნესის მართვის პროცესში დამეხმარება”

„ძალიან სასარგებლო პროგრამა იყო. ფრაგმენტული სახით გარკვეული ცოდნა მქონდა, თუმცა, ამ კურსმა ეს ცოდნა გაამყარა, შეკრა და ერთიან სისტემაში მოაქცია, მაჩვენა, რაზე გავამახვილო ყურადღება, როგორც მენეჯერმა. გარკვეულ დეტალებს პრაქტიკულ ნაწილში უკვე ვითვალისწინებ. საერთო ჯამში, მიღებული ცოდნა ბიზნესის მართვის პროცესში დამეხმარება.

ბიზნესის მფლობელებს, დამფუძნებლებს, მენეჯერებს ვურჩევ კურსის გავლას, რადგან დაეხმარებათ, არსებული გამოცდილება და ცოდნა ერთ მთლიან სისტემაში მოიყვანონ, ასევე, მნიშვნელოვან სოციალურ კაპიტალს შეიქმნიან, რაც ამ პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

თამარ მერმანიშვილი – აუდიტორული კომპანია, „მართვის საკონსულტაციო ჯგუფი“, მმართველი პარტნიორი