რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?

📍 “რაც არ ვიცოდი, არ ვიყავი გათვითცნობიერებული, იმ დეტალებზე მეტი ყურადღება გადავიტანე და პროფესიული კუთხით მივუდექი”

„პროგრამა აწყობილია ზუსტად იმ მოთხოვნების მიხედვით, რაც სჭირდება ტოპ-მენეჯერს. თითოეული მოდული მორგებულია ამ ადამიანების ინტერესებზე. გავლილი პროგრამიდან მოდულების დანერგვა ჩემს კომპანიაში პირველივე დღიდან დავიწყე. რაც არ ვიცოდი, არ მესმოდა, ან არ ვიყავი გათვითცნობიერებული, იმ დეტალებზე მეტი ყურადღება გადავიტანე და პროფესიული კუთხით მივუდექი. პროგრამის გავლას ვურჩევ ბიზნესის სხვა მფლობელებს, მენეჯერებს, რადგან ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნა გულისხმობს ცოდნის მუდმივად განახლებას, ამიტომ, ეს კურსები მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება“.

მამუკა ბერიაშვილი – შპს NUTSGE-ს დამფუძნებელი, დირექტორი