თანამედროვე ბაზარზე, რომელიც უამრავ არჩევანს გვთავაზობს სხვადასხვა უპირატესობებით, გსურთ, რომ თქვენი ბრენდი გამორჩეული იყოს. პოზიციონირება არის მარკეტინგის ერთერთი ფუნდამენტური ელემენტი. ეს არის ბრენდის უნიკალური გზა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ღირებულებას. სად თავსდება ბრენდიმომხმარებლების გულსა და გონებაში? ეს ასოციაციები, რომლებსაც მომხმარებლები ბრენდთან აკავშირებენ, ასახავს მათ პოზიციონირებას. პოზიციონირებისთვის, პირველ რიგში საჭიროა შეისწავლოთ ბაზარი, რაც ეხმარება ბიზნესს უფრო მჭიდროდ გაიგოს სამზნე ჯგუფები და შესაძლებლობები. შეცდომაა, როდესაც მიიჩნევენ, რომ პოზიციონირება მხოლოდ მარკეტინგული სტრატეგიაა. სინამდვილეში, პოზიციონირება უნდა იყოს ბიზნესის სტრატეგიის ერთერთი საფუძველი. ორგანიზაციებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ საკუთარი პოზიციონირება ღირებულების ჯაჭვში.

🔸

📌1. პოზიციონირება პროდუქტის მახასიათებლების საფუძველზე

პროდუქციის მახასიათებლების გამოყენება პოზიციონირების სტრატეგიად, მომხმარებლისთვის სასარგებლოა.
მაგალითად, საავტომობილო ინდუსტრიაში Toyota– პოზიცია ბაზარზე არის საიმედოობა, Porsche– პოზიცია არის შესრულება და Volvo-უსაფრთხოება. ბრენდები მუდმივად აცნობენ მომხმარებელს პროდუქტის ყველაზე უნიკალურ სარგებელს ან მახასიათებელს.

📌 2. პოზიციონირება ფასის მიხედვით

თქვენი პროდუქციის ან მომსახურების შეთავაზება ფასის მიხედვით, თქვენს ბრენდს აკავშირებს კონკურენტულ ფასებთან. მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელებს ხშირად აქვთ ძალიან დაბალი ფასის პროდუქცია, მრავალი პროდუქტის კატეგორიაში. ამგვარი განაწილება, მათ საშუალებას აძლევს, კონკურენტუნარიანი გახდნენ ბაზარზე. ხოლო, მყიდველები ხშირად სწორედ ამ სუპერმარკეტებს აკითხავენ და ყიდულობენ პროდუქტს, ფასის შემოწმების გარეშე, რადგან იციან, რომ ეს ხშირად ყველაზე იაფი ვარიანტია.

📌 3. პოზიციონირება ხარისხის ან ფუფუნების საფუძველზე

პროდუქტის პოზიციონირება მისი მაღალი ხარისხის ანფუფუნებისმიხედვითმაღალი ხარისხის ან პრესტიჟის საშუალებით ხდება სურვილის შექმნა, რომ მომხმარებელს სურდეს სწორედ თქვენი პროდუქტი ფასის მიუხედავად. ფუფუნება ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესო ხარისხს, მაგრამ მომხმარებლები ამგვარი პოზიციონირების შედეგად, მაინც თვლიან, რომ ეს უკეთესია ბრენდის რეპუტაციის გამო.

📌 4. პოზიციონირება კონკურენციის საფუძველზე

ბრენდები ხაზს უსვამენ მათი პროდუქტის/მომსახურების მნიშვნელოვან განსხვავებას, რათა ის ხელსაყრელი და უნიკალური გამოჩნდეს ბაზრის სხვა ვარიანტებთან შედარებით. ამგვარი პოზიციონირებით პროდუქტი ან მომსახურება ხდება უნიკალური.