📌 ნიკოლოზ ღოღობერიძექართველი პუბლიცისტი, მეწარმე, პედაგოგი. მან სწავლა დაიწყო ქუთაისში, შემდეგ თბილისში, 1857 წელს დაამთავრა გიმნაზია. შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიაფილოლოგიის ფაკულტეტზე.

📌 1861 წელს წარმატებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი და საპროფესოროდაც ამზადებდნენ, მაგრამ მშობლიური ხალხის სამსახური არჩია და საქართველოში დაბრუნდაისტორიას, გეოგრაფიასა და ლათინურს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში.

📌 სამი წლის შემდეგ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. ამ პერიოდში მათ, სტეფანე მელიქიშვილსა და ვახტანგ თულაშვილთან ერთად თბილისში დააარსეს ქართული სტამბა, სადაც ბეჭდავდნენ ქართულ წიგნებსა და ჟურნალ გაზეთებს. გამოსცესდროება“, რომლის შრიფტი სპეციალურად ვენიდან გამოიწერეს.

📌 1868 წელს მუშაობა დაიწყო სასამართლო სისტემაში. ის დაინიშნა ჯერ მომრიგებელ მოსამართლის თანაშემწედ თბილისის მაზრაში, შემდეგ  ქუთაისის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ, ბოლოს კი ქუთაისის ოლქის სუდის წევრობა მისცეს.

📌 მამამისის გარდაცვალების შემდეგ იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი. ორი საარჩევნო ვადის შემდეგ მან დატოვა ბანკი.

📌 მალევე საკუთარ მამულში რგანში ჩაება მანგანუმის მოპოებადამუშავების საქმეში.

📌 პირველ ეტაპზე ის ეწეოდა მხოლოდ მანგანუმის ექსპორტს ევროპაში.

📌 შემდეგ შეიძინა მღვიმეში ადგილები, სადაც თერთმეტი წლის მანძილზე დააგროვა დიდძალი თანხა, რასაც უშურველად ახმარდა ქართველი ერის სამსახურს.

📌 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებებს.

📌 მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა სტატიები პერიოდულ გამოცემებში, წერდა ევროპის სახელმწიფო კონსტიტუციის შესახებ, ასტრონომიის საკითხებზე, ბამბის მოშენებას ადამის მნიშვნელობაზე; ქართულად თარგმნა და გამოსცა მარი ბროსესსაქართველოს ისტორიისორი ტომი.

📌 დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.