“თუ არ განავითარებთ თქვენდამი პატივისცემას თანამებრძოლების მხრიდან და ამის სანაცვლოდ დანერგავთ შიშს, როდესაც ზურგს აქცევთ თანამებრძოლებს, ისინი სწორედ ზურგში ჩაგცემენ ლახვარს”, – წერს სუნ ძი თავის წიგნში „ომის ხელოვნება“, რომელიც მართვისა და ლიდერობის ბიბლიას წარმოადგენს.

ექცევით რა პატივისცემით თანაგუნდელებს, იღებთ იმავეს სარკისებური ეფექტით. არ ინტერესდებით თანამშრომლების ავკარგიანობით, არც ისინი ინტერესდებიან თქვენით.

წარმატების ამოსავალი წერტილია, განავითაროთ პასუხისმგებლობითა და პატივისცემით სავსე ურთიერთობები ორგანიზაციაში.

📌 თქვენი პატივისცემა ვერ განვითარდება ძალადობით;

📌 თუ მხოლოდ შიშს ეყრდნობა მართვის სტილი, ზურგს უკან სამარე გარანტირებულია;

📌 გულწრფელი პატივისცემით სავსე ურთიერთობები თქვენგან იწყება და თქვენშივე მთავრდება.

თუმცა, მხოლოდ პატივისცემით და პოზიტიური ფონით არ იმართება ადამიანის ბუნება და ის კაცობრიობის ისტორიაში ასევე მოითხოვდა ე.წ. მმართველობით მექანიზმებს, რომელიც შეუსრულებელი საქმის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის დასჯას გულისხმობს. როგორ უნდა მოიქცეს მენეჯერი?

📌 თანაგუნდელებში არა შიში, არამედ ის მოლოდინები უნდა განავითაროთ, რომელიც ცხადად მიუთითებს იმაზე, თუ რა ელის კონკრეტული საქმის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

📌 სამსახურში დაგვიანება უნდა ისჯებოდეს გარკვეული სანქციით, გაყიდვების გეგმის შეუსრულებლობა გარკვეული სანქციით და სხვა;

📌 თავიდანვე კონკრეტულად უნდა განუმარტოთ თქვენს თანამებრძოლებს, რა ტიპის დარღვევებზე რა სახის სანქციებია დაწესებული.

სანქციები შეიძლება იყოს ფულადი, შენიშვნის სახით, დაქვეითება და უკიდურესი ფორმა – ორგანიზაციიდან დათხოვნა. თქვენ შეუვალი უნდა იყოთ და ძალიან პრინციპულად დაიცვათ ის წესები, რომელიც ყველასთვის ერთია. წინ პერსპექტივა, უკან სანქცია, ანუ ზუსტად ცოდნა იმისა, თუ რა ელის თანაგუნდელს კონსტრუქციული ქმედებისთვის და ასევე რა სანქციის ამოქმედებას უნდა ელოდეს წესების უგულებელყოფისთვის.

ამონარიდი წიგნიდან „ლიდერობა და მართვა პრაქტიკაში“, ავტორი გიორგი კუჭუხიძე; 2018

2021-02-05T03:16:58+04:00

Title

Go to Top