გიორგი კალატოზიშვილი – რეპუტაციის მართვის კომპანიის „მაინდერი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და კონსულტანტი (სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით). გიორგი არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) კურსდამთავრებული ქოუჩი. 2015 წელს დააფუძნა პარტნიორებთან ერთად საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანია „გროუინი“, რომლის მმართველი პარტნიორიც იყო 2016 წლამდე. იყო PR-ის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი სსსტც „დელტაში“ (2016-2018 წწ.), PR-ის და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი გლობალურ საკონსულტაციო კომპანიაში „ეისითი“ (2014-2015 წწ.), ხოლო 2018 წელს ხელმძღვანელობდა „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ (სნეპ) სტრატეგიულ კომუნიკაციებს. 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო პროცესში. 2011–2012 წლებში ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს გორის სასწავლო უნივერსიტეტში, 2016 წელს ასწავლიდა „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო 2021 წელს „საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ტაქტიკას“ საქართველოს უნივერსიტეტში. დღემდე მართავს ტრენინგებს და ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის და ტაქტიკის, კრიზისების მართვის და ეფექტური კომუნიკაციების თემებზე ისეთ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებში, როგორიც არის: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, „კავკასიის უნივერსიტეტი“, „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი – ალტერბრიჯი“, “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU), “ევროპის ბიზნეს სკოლა” (ESB). ჩატარებული აქვს 300-ზე მეტი ღია და დახურული ტიპის ტრენინგი და მასტერკლასი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.