თითქმის ყველა საქმე გარკვეულ რისკს მოითხოვს. დიდი რისკის გაწევა, დიდი ჯილდოს მიღების ტოლფასიც შეიძლება იყოს, თუკი ეს რისკი ჭკვიანური ინება, რაც გულისხმობს ყველა შესაძლო შედეგის გაზომვას. წარმატებული ლიდერები რისკს არ უშინდებიან, ისინი გუნდთან ერთად სწორ სვლებს აკეთებენ და დასახულ მიზნებს აღწევენ. აქ მოცემულია 3 რისკი, რომელიც ყველა ლიდერმა უნდა გაწიოს, რათა მიიღოს შედეგები ბიზნეს გარემოში.

📌 1. ყველაფრის დანახვა, როგორც ინოვაციური შესაძლებლობა

წარმატებული ლიდერები სიახლეებს არ უშინდებიან. ინოვაციური კულტურის განვითარებაც სწორედ წარმატებული ლიდერების ხელშია, რაც ხელს უწყობს მუდმივ სიახლეებს, შესაძლებლობებს, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი კარგად არის, მითუმეტეს კრიზისის დროს. შეეცადეთ შეხედოთ თითოეულ შესაძლებლობას, გადაწყვეტილებას, იდეას სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ჭრილში, როგორ შეიძლება ის გამოიყურებოდეს უფრო ეფექტურად. იფიქრეთ მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად გამოიყურება დღეს თქვენი პროდუქტი თუ სერვისი. მუდმივად იზრუნეთ მის გაუმჯობესებაზე.

📌 2. წინსვლა და განვითარება ინვესტიციის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ბიზნესის მაშველი კაპიტალია, კომპანიას მინიმალური ბიუჯეტითაც შეუძლია შექმნას რაღაც ახალი და განსხვავებული. გარისკეთ! დაიწყეთ მცირედით და მიმართეთ ის თქვენი ბიზნესის მნიშვნელოვან კომპონენტზე. გაითვალისწინეთ ბიზნესის პრიორიტეტები და საჭიროებები. ფიქრი საწყისი ღირებულებების შემცირებაში დაგეხმარებათ.

📌 3. დადეთ ფსონი ადამიანებზე

კარგი მენეჯერისთვის ერთერთი რისკი კადრის სწორად შერჩევა და მისი შენარჩუნებაა. ლიდერებმა უნდა მისცენ თანამშრომლებს განვითარების შესაძლებლობა, დამოუკიდებელი სივრცეები, შექმნან ჯანსაღი ატმოსფერო და პროდუქტიული გახადონ გუნდი. რისკია ნდობა, თუმცა მნიშვნელოვანია ენდოთ საკუთარ თანამშრომელს და მისცეთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები.