რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 „პროგრამის გავლას ვურჩევ ბიზნესის მენეჯერენს, რათა მხოლოდ პრაქტიკულ ცოდნას არ დაეყრდნონ და ბიზნესის გაუმჯობესებისთვის მიიღონ თეორიული ცოდნაც“

„ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ყველა ლექციამ. არ მოგვიწყენია არცერთ ტრენინგზე. გარკვეული მოდულები საჭირო იყო გახსენებისთვის, ბევრი მათგანი – სიახლის მისაღებად. უკვე ვცდილობ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ძალიან საინტერესო იყო მარკეტინგი, ეიჩარი და ბრენდინგი. შეიძლება ითქვას, ყველა მოდული ძალიან საჭირო და აუცილებელია მენეჯერებისთვის.

ვისურვებდი კიდეც, მეტად ხანგრძლივი ყოფილიყო კურსი, ვიდრე არის.

ყოველთვის ვარ მომხრე ტოპ-მენეჯერმა მუდმივად გააუმჯობესოს არსებული ცოდნა, არ დაკმაყოფილდნენ არსებულით. მსგავსი პროგრამები, თანამედროვეობაში, ცვალებად გარემოში აუცილებელია.

პროგრამის გავლას ვურჩევ ბიზნესის დამფუძნებლებს, მენეჯერენს სწორედ იმიტომ რომ მხოლოდ პრაქტიკულ ცოდნას არ დაეყრდნონ და თეორიული ცოდნა მიიღონ, ბიზნესის გაუმჯობესებისთვის“.

ქეთევან ლობჟანიძე – ბრიკორამა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი