ციფრულმა ტენდენციებმა გამოავლინა, რომ დღესდღეობით მარკეტოლოგები უპირატესობას ანიჭებენ მომხმარებელთა გამოცდილების ოპტიმიზაციას. სხვადასხვა კვლევის თანახმად, მარკეტოლოგები 70%-მდე ძალისხმევას სწორედ მომხმარებლის გამოცდილებაში ხარჯავენ.

 რას გულისხმობს მომხმარებლის გამოცდილება?

მომხმარებლის გამოცდილება არის თქვენი მომხმარებლის შთაბეჭდილება თქვენი ბრენდის (პროდუქტის, მომსახურების) შესახებ. მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილება აუცილებელია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის, რადგან ბედნიერი მომხმარებელი საბოლოოდ ხდება ერთგული მომხმარებელი. გარდა ამისა, კარგი სამომხმარებლო ურთიერთობა ხელს უწყობს ბიზნესის ხარჯების შემცირებას და შემოსავლების ზრდას.

🔸

📌 კომპანიები, რომლებსაც თავიანთი ბიზნესის მოდელის მიმართ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აქვთ, 60% –ით უფრო მომგებიანი აღმოჩნდნენ

📌 მარკეტოლოგებს შეუძლიათ შექმნან დამატებითი ტრაფიკი და მომხმარებლების შესანიშნავი გამოცდილება

📌 მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილება ხელს უწყობს თქვენი ბრენდის ერთგულებას და ადვოკატირებას

📌 ბრენდის წარმატება მომხმარებლის ხელშიამათ მრავალი არჩევანი აქვთ და უყოყმანოდ შეგცვლიან, თუ ცუდი გამოცდილება ექნებათ

📌 თქვენ არამარტო უნდა შეასრულოთ ის, რასაც დაპირდით, არამედ მეტი ზრუნვა გმართებთ მუდმივი გაუმჯობესებისკენ

📌 მომხმარებელთა გამოცდილება შესანიშნავი იარაღია, რაც დაგეხმარებათ კონკურენტებისგან განსხვავდებოდეთ

📌 თქვენთან მომხმარებელმა უნდა ინგრძნოს უნიკალურობა, განსაკუთრებულობა და დაფასებულობა, რათა მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა დაამყაროთ.